ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T871 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს დიაგნოსტიკური ცენტრის, მის: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი (მიწის საკადასტრო კოდი 53.20.31.544), სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის პირის შერჩევის მიზნით

სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მონაცემების მქონე შენობის ასაშენებლად:

შენობის სართულების რაოდენობა – 5 სართული; ზომებით 28.0 X 15.0 მ. საპროექტო შენობის საძირკველი ლენტურ–წერტილოვანია. შენობა უსარდაფოა და წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას, საპროექტო შენობის სახურავი მოეწყობა გადახურვის არმირებული ფილით, ზემოდან კი თუნუქის ფურცლების ბურულით (მეტალოკრამიტით). პროექტირება სრულად ითვალისწინებს ახალი საპროექტო შენობის აღჭურვას.
      - მიწის ნაკვეთის ჯამური ფართი: 2103.0 მ²
      - საპროექტო მოშენების ფართი 656.54 მ²
აქედან: ძირითადი შენობა ნაგებობის მოშენების ფართი 604.0მ², დამხმარე შენობის მოშენების ფართი 52.54მ².
ძირითადი შენობის სასარგებლო ფართი 1970.5 მ² , აქედან: დამხმარე ფართი 400.2 მ², სასარგებლო ფართი 1531.1 მ², საზაფხულო ფართი 39.2 მ², სამშენებლო მოცულობა 9624.0 მ³.
შენობის მაქსიმალური სიმაღლე 21.3 მ. აქედან 0.00 ნიშნულის ზევით 20.80მ., 0.00 ნიშნულის ქვევით 0.50 მ.

შენობა: მე – 3 კლასი
k1=0.4 k2=1.6 k3=0.5

პროექტის არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, წყალსადენ–კანალიზაციის პროექტი იხ. ბმულზე http://etenders.ge/view/44928/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1

ტენდერი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულად უნდა ატვირთონ ვებ გვერდზე - www.etenders.ge (იხ. ბმული http://etenders.ge/view/44928/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1):

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
  • შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის და აფიდავიტისა, წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

პრეტენდენტმა ელ.ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ავერსის კლინიკის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ), 2015 წლის 01 დეკემბერს, 12:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, 16000 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე).

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ, პრეტედენტი ტვირთავს სატენდერო წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადას და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები). აღნიშნული დოკუმენტაცია დაინტერესებულმა პირმა საიტზე უნდა ატვირთოს 01 დეკემბერს 14:00სთ–დან 17:00 სთმდე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 2015 წლის 01 დეკემბერს, 17:00 სთ–ზე. შესყიდვის ობიექტის საწყის ფასად განსაზღვრულია 1 600 000 ლარი, დღგ–ს ჩათვლით.

ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ელექტრო ენერგიისა და წყლისხარჯის გადახდა.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 2 კვირითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

საკონტაქტო პირები:

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ