ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2015, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T882 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელებრგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის მომსახურებაზე: კასპის ცემენტის ქარხნის და კავთისხევის კირქვის კარიერის პერსონალის (ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 170-200 თანამშრომელი) კვებით უზრუნველყოფაზე 12 თვის მანძილზე.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო მასალების (25 დღის რეკომენდირებული მენიუ) წაღება შეუძლიათ 12 ნოემბრიდან ქვემოთ მოცემულ მისამართზე:
თბილისი, ლორთქიფანიძის 4.

საკონტაქტო პირი: ვახტანგ ჩხაიძე (შესყიდვების დეპარტამენტი)

ვადები

  • ინტერესის გამოხატვის გამოცხადების დღე - 12 ნოემბერი, 2015 წელი;
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 30 ნოემბერი (19:00 საათი), 2015 წელი;
  • გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება - 11 დეკემბერს, 2015 წელი;
  • ობიექტების გადაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, 2015 წელი. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 30 ნოემბერი (19:00 საათი), 2015 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე;
  • ამონაწერი რეესტრიდან;
  • სადილის კერძების კომპლექტების მენიუ;
  • ხარისხის სერტიფიკაცი (არსებობის შემთხვევაში)
  • მომწოდებლების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

გაითვალისწინეთ რომ შემოტანის პირობების დარღვევით/ან ყალბი დოკუმენტაციით გაკეთებული განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული.

გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან

დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - განაცხადი კასპის ცემენტის ქარხნის და კავთისხევის კირქვის კარიერის კვებით მომსახურებით უზრუნველყოფაზე
ვახტანგ ჩხაიძეს, შესყიდვების კატეგორიის მენეჯერს (მობილური ტელეფონი: 577790026)