ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T896 - ფასთა გამოკითხვა მეტალოპლასტმასის ჯიხურის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მეტალოპლასტმასის ჯიხურის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე

ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:

  • განზომილებები: სიმაღლე - 2. 20 მეტრი; სიგრძე - 1.80 მეტრი; სიგანე - 1.20 მეტრი;
  • კარი - 1 ცალი, სიგანე - 0.90 მეტრის ფარგლებში, უნდა იღებოდეს შიგნით, დამონტაჟებული უნდა იყოს 1.20 მეტრიან კედელზე;
  • მეტალოპლასტმასის მასალის სიმაღლე მიწიდან - დაახლოებით 0.5 მეტრი, შემდეგ უნდა მოყვებოდეს შუშა;
  • დამონტაჟების ადგილი: ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6, ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორია.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. (ღირებულებაში უნდა შედიოდეს ჯიხურის ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მონტაჟის საფასური;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 24 ნოემბრის 16:00 საათამდე.
  • შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 25 ნოემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ