ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9 - საკანცელარიო საქონელი

ტენდერის აღწერილობა:

სს "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლისა და საბეჭდი ქაღალდის შეძენაზე.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე, შემსყიდველისადმი მიწოდებასა და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა იხილეთ ფასების ცხრილში ლოტების მიხედვით
  • კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილება მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტშიც
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 74, 0162, სს "ლიბერთი ბანკი"
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი" (ტენდერი საკანცელარიო საქონლისა და ქაღალდის შეძენაზე). წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე:

სს "ლიბერთი ბანკი", ი.ჭავჭავაძის გამზ. 74, ქ.თბილისი, 0162.

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 03 აპრილი, 17:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ზაზა გოგსაძე
ტელ: 599 88 08 17
ელ-ფოსტა: zaza.gogzadze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ