ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T900 - ტენდერი კერძო აღმასრულებლების მომსახურების შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება.  შეიცვალა მიბმული დოკუმენტი „სპეციფიკაცია“.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 38 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს  კერძო აღმასრულებლების მომსახურების  შერჩევაზე.

თანდართულ  ფაილებში  შეგიძლიათ  იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);

!!! გთხოვთ ასევე მიუთითოთ კომპანიის/კერძო აღმასრულებლის მომსახურების დაფარვის არეალი (მხოლოდ თბილისი, მხოლოდ რეგიონი, თუ ორივე). თუ მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ რეგიონში, გთხოვთ მიუთითოთ. თუ მხოლოდ თბილისში ასევე გთხოვთ დააკონკრეტოთ.

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში „პროკრედიტ ბანკში“.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: „კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 3 დეკემბერი, 2015 წ. (18:00-მდე).

ტექნიკურ /ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნიკოლოზ სარალიძეს
სესხების რექავერი და სასამართლოსთან ურთიერთობის ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი“, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ: (+99532) 2202222 (1270)
E-mail: nikoloz.saralidze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

მამუკა ტაბიძეს
შესყიდვების ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+995 32) 2202222 (1572) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ