ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T902 - ფასთა გამოკითხვა გარე ფასის მანიშნებლების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას გარე ფასის მანიშნებლების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • რაოდენობა: 3 ცალი;
  • მანიშებელი: ორმხრივი
  • განზომილებები: სიგრძე - 200 სანტიმეტრი; სიგანე - 100 სანტიმეტრი;
  • ფასის მანიშნებელი ელექტრონული ტაბლოს განზომილებები: სიგრძე - 64 სმ; სიგანე - 32 სმ;
  • მიმართულების მაჩვენებელი ელეტრონული ისარი მანიშნებლის კარკასის ზემოთ. დიოდური მონიტორი, მოძრავი: სიგრძე - 64 სმ; სიგანე - 16 სმ;
  • განათება: დიოდური ნათურებით;

საჭირო მასალების დახასიათება

  • კონსტრუქცია შეკრული მილკვადრატებით, გარედან შეფუთული დიბონდით. ზემოდან ლოგოს ელემენტები დასტიკერებული.
  • ნეოგაზის ლოგო 10მმ-იანი ორგმინა (განათებული), ნიშნები (სამრეცხაო, WC ) 4მმ-იანი ორგმინა.

დამატებითი ინფორმაცია:

ფასის მანიშნებლის დამატებით გასანათებლად ასევე საჭიროა მასზე სანათებით გარედან დანათება.

შენიშვნა: გთხოვთ დართულ ფაილში იხილოთ გარე ფასის მანიშნებლის ნიმუში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შესყიდვის ობიექტის დამზადება.

მანიშნებლების განთავსების ადგილმდებარეობა:

  • ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩაზე. (აუცილებელი იქნება ბოძი, რომელზეც დამონტაჟდება მანიშნებელი);
  • ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ-ზე მდებარი ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია (ფასის მანიშნებელი დამონტაჟდება გარე განათების ბოძზე);
  • ქ. თბილისი, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, სანაპიროზე (ფასის მანიშნებელი დამონტაჟდება გარე განათების ბოძზე);

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • დასამზადებელი პროდუქციის ღირებულება მონტაჟის ღირებულების გათვალისწინებით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 26 ნოემბრის 16:00 საათამდე.
  • შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 27 ნოემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ