ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T914 - ტენდერი მონიტორების კარკასის და ფასადის დამზადება-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

საქონლის/მომსახურების შესყიდვის ტენდერი სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს მონიტორების კარკასის და ფასადის დამზადება– მონტაჟის მომსახურებაზე

მონიტორების კარკასის და ფასადის დამზადება–მონტაჟის მომსახურება სამუშაოების ჩამონათვალი:

  • არსებული საბუკლეტეს დემონტაჟი
  • კედლის გამოჭრა მონიტორის დასამონტაჟებელ ადგილზე
  • გიფსოკარდონის კარკასის გამაგრება
  • ბანკის კუთვნილი მონიტორების მეტალის კარკასში ჩასმა.
  • მონიტორის ფასადის დამზადება მეტალის 2მმ სისიქის ფურცლისგან.
  • მონიტორის ფასადის შეღებვა ნარინჯისფერი ზეთოვანი საღებავით
  • კედლის აღდგენა, დამუშავება და ნარინჯისფრად შეღებვა.
  • ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს 100 კმ–მდე.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაური +995 (595) 599030

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 26 ნოემბრიდან – 2015 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1–ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 3 დეკემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20478&lang=geo