ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2015, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T931 - ტენდერი კონვეიერის ლენტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “გლობალ ტრანსი” აცხადებს ტენდერს კონვეიერის ლენტის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

მოდელი განზომილებები ზომის ერთეული რაოდენობა
2.2 700 5 TK 200-2-5-2 РБ ან ანალოგი სიგანე 700 მმ X სისქე 12-14 მმ გრძ. მეტრი 250
2.2 900 5 TK 200-2-5-2 РБ ან ანალოგი სიგანე 900 მმ X სისქე 13-15 მმ გრძ. მეტრი 350

აღნიშნული პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, თეთრი წყაროს რაიონი, სოფელი დურნუკი. 

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის შესახებ (აუცილებელია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენა);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • პროდუქციის ღირებულება, მიწოდების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 14 დეკემბრის 14:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; ხარისხი - 30%; გადახდის პირობა - 10%; მიწოდების ვადა - 10 %.

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 14 დეკემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 1. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 30 03 33. საკონტაქტო პირი: ჯამბულატ ჯაყელი; 2. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. სატენდერო წინადადების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ