ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T932 - ტენდერი ფულის სათვლელი მანქანების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ტენდერს 6 ფულის სათვლელი მანქანის შესყიდვაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);
  • სააპლიკაციო ფორმა;

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები:

  • ტენდერი ცხადდება 6 ცალი ფულის სათვლელის შეძენაზე
  • ჯიბეების რაოდენობა: ერთი ან ორი
  • მანქანების უნდა ჰქონდეთ ლარის და უცხოური ვალუტის ამოცნობის ფუნქცია

(იმ შემთხვევაში თუ ტენდერის გამოცხადების დროს კომპანია ვერ შემოგვთავაზებს ლარის ახალი ნომინალის ამოცნობის ფუნქციას, გამყიდველი იღებს ვალდებულებას ბანკთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში მოგვაწოდოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა)

სასურველია მანქანას ჰქონდეთ ფულის დასკანირების/ექსპორტის ფუნქცია (აღნიშნული ფუნქცია არ არის სავალდებულო)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • მოწოდების ვადები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის 21

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: - 21 დეკემბერი 2015 წ. (18:00 საათამდე)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

თამარ მანაგაძე
ფიზიკური პირების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1317)
E-mail: t.managadze@procreditbank.ge 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ