ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T952 - ფასთა გამოკითხვა დაშვების სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტო გაზგასამართ სადგურ(ებ)ზე დაშვების სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თაობაზე

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:

დაშვების სისტემის მონტაჟი ამ ეტაპზე უნდა განხორციელდეს შპს „ნეოგაზის“ კუთვნილ ნატახტარის ავტო გაზგასამართ სადგურზე, რისთვისაც სავარაუდოდ საჭირო იქნება შემდეგი მასალები:

# საქონლის დასახელება ზომის ერთეული რაოდენობა
1 დაშვების სისტემის კონტროლერი კომბინირებული, ბარათების წამკითხველით, ნესტგამძლე, ანტივანდალური. ცალი 1
2 ბარათის წამკითხველი, ნესტგამძლე, ანტივანდალური. ცალი 1
3 კვების ბლოკი სისტემისთვის ცალი 1
4 კარის ელექტროსაკეტი ცალი 1
5 კარის მექანიკური მიმხური, (კარის წონა 80-100 კგ) ცალი 1
6 აკუმულატორი ცალი 1
7 ელექტრო ყუთი კვების ბლოკისა და აკუმულატორისთვის ცალი 1
8 კაბელი ძაბვის 2X2,5 მეტრი 5
9 დაშვების სისტემის ბარათები ცალი 10

დაინტერესებულმა მხარემ უნდა განიხილოს იმისი შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად მოხდება შპს „ნეოგაზი“-ს კუთვნილ სხვა გაზგასამართ სადგურებზე დაშვების სისტემის მონტაჟი:

  • თბილისი: დიღომი, საბურთალო(უნივ.ქ.), საბურთალო (ქავთარ.ქ.), საბურთალო (ხიდები), ლოჭინი, აეროპორტი;
  • რეგიონები: მარნეული, რუსთავი, ველისციხე, თელავი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი (გუგუნავა), სამტრედია.

ჯამური რაოდენობა: 15 ავტო გაზგასამართი სადგური.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ნატახტარის სადგურისთვის საჭირო მასალების ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში, მონტაჟისა და სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • მომწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს ფინანსური წინადადება 14 ავტო გაზგასამართ სადგურზე დაშვების სისტემის მონტაჟის თაობაზე სახარჯი მასალების, ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯების გარეშე, დღგ-ს ჩათვლით.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 21 დეკემბრის 17:00 სთ-მდე შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 22 დეკემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ