სადაზღვევო კომპანია ალდაგი

ტენდერი სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 25 დეკემბერი, 2015

დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

სს“სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ, ქ. თბილისში, ალ.ყაზბეგის 25-ში მდებარე ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად:

  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ოფისში სარემონტო სარეკონსტრუქციო მომსახურების გაწევაზე

ტენდერის გამოცხადება - 15.12.2015
სატენდერო წინადადებების მიღება - 25.12.2015
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 29.12.2015
ხელშეკრულების გაფორმება -  05.01.2016

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ არქივი დაპაროლებულია. პაროლის მიღების მოთხოვნით გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@aldagi.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2015 წლის 25 დეკემბრის 18:00 საათისა, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@aldagi.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.

გისურვებთ წარმატებას.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი