კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 29 დეკემბერი, 2015

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს, ავლაბრის და პეკინის ფილიალების და სასტუმრო მილენიუმში განთავსებული სერვის ცენტრის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

ტენდერი ჩატარდება 3 (სამი) ლოტად

  • ლოტი#1- ავლაბრის ფილიალის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;
  • ლოტი#2- პეკინის ფილიალის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება
  • ლოტი#3- სასტუმრო მილენიუმში განთავსებული სერვის ცენტრის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;

თითოეულ ლოტზე შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია, თუმცა შესაძლებელია სამივე ლოტზე ერთი კვალიფიციური კომპანიის შერჩევა.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.
  • საბანკო სფეროში განხორციელებული სამუშაოები და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა;
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ კალკულაციაში მითითებული ნაერთი ღირებულების 30% -ის ოდენობის საბანკო გარანტია.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისად შევსებული კალკულაცია (იხ. თანდართული ფაილები).
  • სარეკომენდაციო წერილები ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოთავაზე არ იქნება განხილული.
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • მომსახურე ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის წერილობითი მზადყოფნა (ორიგინალი) მასზედ, რომ პრეტენდენტზე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გაიცეს საბანკო გარანტია.

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „კორ სტანდარტ ბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის (სრული რეკვიზიტები და საკონტაკტო ინფორმაცია) და ტენდერის დასახელების მითითებით

მისამართი: თბილისი 0103, ქ. წამებულის გამზ.#3 .

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 29 დეკემბერი (17:00 სთ-მდე).

ობიექტების დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

  • გ. ღლონტი - 595110101 ლოჯისტიკის სამსახური;
  • გ. ანჯაფარიძე - 595787807 არქიტექტორი;
  • ვ. მაღლაკელიძე - 599020294 შესყიდვების სამსახური.

ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე- v.maglakelidze@ksb.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი