ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T968 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქაღალდის მწარმოებელი ბრენდის შესახებ;

შესასყიდი ქაღალდის ზუსტი აღწერილობა:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: 80 g/m2 
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 104 – 110 µm
  • გაუმჭვირვალობა: >94%
  • სიკაშკაშე: 101 – 104%
  • სითეთრე CIE: 155 – 158;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 21 დეკემბრიდან– 2015 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური ბიჯი ერთეულზე განისაზღვრება 0,05 ლარის ოდენობით;
  • ქაღალდის მოწოდება უნდა მოხდეს 3 (სამი) ეტაპად, შემდეგი განსაზღვრული თარიღების მიხედვით:
    I ეტაპი – 2016 წლის 8 იანვარს– 29 000 შეკვრა;
    II ეტაპი – 2016 წლის 8 მარტს– 29 000შეკვრა;
    III ეტაპი – 2016 წლის 8 მაისი – 27 000 შეკვრა;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #29ა. ნიმუშები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეული შეკვრის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1-ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 28 დეკემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=488&lang=geo