ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T981 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და სახეობა იხილეთ ფასების ცხრილში;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და რაოდენობა იხილეთ დანართ #1-ში;
  • ტენდერში მონაწილეობის მიღება და გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლებელია ლოტების მიხედვით;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე,შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის)განთავსება დანართში მითითებული მისამართების და რაოდენობების მიხედვით;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 იანვარი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თამუნა მუჯირი
ტელ: 577 04 05 05
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ