კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი საკომუნიკაციო (სარეკლამო) სააგენტოს მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 15 იანვარი, 2016

დრო: 17:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადებების ჩაბარების განახლებული ვადაა 2016 წლის 15 იანვარი (17:00).

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს საკომუნიკაციო (სარეკლამო) სააგენტოს მომსახურებაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 (ერთი) ლოტად

  • ლოტი#1- საკომუნიკაციო (სარეკლამო) სააგენტოს მომსახურება

არსებული ლოტის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და ხარისხის წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია. რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება.

მომსახურების ჩემონათვალი:

  • ყოველ დავალებაზე მინიმუმ სამი საკომუნიკაციო კონცეფცია/იდეის შემუშავება და პრეზენტაცია
  • შერჩეული საკომუნიკაციო იდეის განხორციელება:
    1. მთავარი ვიზუალის დიზაინი
    2. მთავარი ვიზუალის ადაპტაცია საკომუკაციო მასალებზე (ფლაერი/ბროშურა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტერი, ბილბორდი, მონიტორი, HTML5 ვებბანერი და სხვ.)
    3. სარეკლამო ვიდეო რგოლის დამზადება
    4. სარეკლამო გრაფიკული რგოლის დამზადება
    5. ციფრული აბრის ვიდეო რგოლის დამზადება
    6. აუდიო რგოლის დამზადება
    7. ინსტალაციის დიზაინი-დამზადება
  • კამპანიის ტექსტუალური მასალის მომზადება (Copywriting)
  • BTL აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი.
  • კრეატიული გუნდის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  • კრეატიული გუნდის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კრეატიული კონცეფციების შემუშავებაში.
  • გამოცდილება მინიმუმ 5 ფართომასშტაბიანი კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში (იგულისხმება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით განხორციელებული კამპანიები).
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია, პროფესიული მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე (ჯილდოები კრეატიულ ფესტივალებზე).

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • მომსახურების ჩამონათვალის შესაბამისად შევსებული ფასთა ცხრილი. (იხ. თანდართული ფაილები).
  • კომპანიის კრეატიული გუნდის საქმიანობის პორტფელი
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის მომსახურების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • სარეკომენდაციო წერილები ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოთავაზე არ იქნება განხილული.
  • საბანკო ამონაწერი (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემული დოკუმენტაციიდან ნებისმიერი მოთხოვნის და ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

პრეტენდენტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არ აქვთ აღნიშნული გამოცდილება, გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებით!

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „კორ სტანდარტ ბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის (სრული რეკვიზიტები და საკონტაკტო ინფორმაცია) და ტენდერის დასახელების მითითებით, მისამართი: თბილისი 0103, ქ. წამებულის გამზ.#3

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 იანვარი (17:00 სთ-მდე).

ტენდერთან დაკავშირებულ ტექნიკური სახის შეკითხვებზე დაუკავშირდით ნანა აბურჯანიძეს n.aburjanidze@ksb.ge, ტელეფონი 2550000 (1555).
ტენდერის მსვლელობასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს atatishvili@ksb.ge, ტელეფონი 2550000 (2008).

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი