ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T986 - ტენდერი ძალოვანი ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

სარემონტო ობიექტის დახასიათება:

მწარმოებელი ქვეყანა ტრანსფორმატორის ტიპი გამოშვების წელი სიმძლავრე (კვა)

მაღალი მხარე (ВН)
ძაბვა (ვ); დენი (ა)

დაბალი მხარე (НН)
ძაბვა (ვ); დენი (ა)
შეერთების ჯგუფი და სქემა
რუსეთი ТМ1800/35 1948 1800 35000 ვ; 29.4 ა 6300 ვ;
165 ა
Y/ Δ - 11

ძალოვანი ტრანსფორმატორის ადგილმდებარეობა: საქართველო, გორის რაიონის სოფელი ქვეში. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია-ს კუთვნილი „ტირიფონ ჰესი“

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ ძალოვანი ტრანფორმატორისა სატრანსფორმატორო ზეთის ლაბორატორიული გამოცდის ოქმები.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე v_maisuradze@giec.ge.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; საგარანტიო პირობები - 20%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 12 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ან/და 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ