Deadline:

7 November 2022, 18:00

Status:

Completed

T14962 - ტენდერი ვებ-საიტის და სათავგადასავლო გიდების ციფრული პორტალის შექმნაზე

  • Announcer: საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
  • Purchase type: Announcement
  • Submission Deadline: 7 November 2022 Time 18:00

Remaining time

-

DAYS

:

-

HR

:

-

MIN

:

-

SEC

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს: ვებ-საიტის და სათავგადასავლო გიდების ციფრული პორტალის შექმნაზე.

ტენდერის მოთხოვნები:

  • პლატფორმა სრულად უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან და სხვა ტიპის მოწყობილობებთან (ე.წ. Responsive) და თავსებადი უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული ბრაუზერების ვერსიებთან (Google Chrome, Microsoft Edge, Opera, Mozilla Firefox, და Safari)
  • პლატფორმაზე მუშაობისას გათვალსიწინებული უნდა იყოს SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები.
  • პლატფომას უნდა გააჩნდეს ადმინისტრირების (მართვის) პანელი, რომელიც იზოლირებული იქნება პლატფომის კოდის სხვა ნაწილიგან.
  • პლატფომის მართვის პანელი უნდა იძლეოდეს მის დამოუკიდებლად განთავსების საშუალებას.
  • პლატფომა უნდა მუშაობდეს ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად.
  • მომწოდებელი ვალდებულია შექმნას პლატფორმის ყველა გვერდი/მოდული/ბლოკი და სივრცე.
  • გვერდის რენდერი უნდა მოხდეს კლიენტის მხარეს - ბრაუზერში.
  • პლატფომის სისტემური რესურესები არ უნდა აჭარბებდეს: CPU 4 core RAM: 2GB-ს
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
    პლატფომაზე არსებული js და css ფაილების ოპტიმიზაცია.
    პლატფრომაზე არსებული სხვადასხვა სახის ხარვეზის აღმოჩენა და აღმოფხვრა.
    პლატფორმის კოდის დაუკომპრესირებელი/სამუშაო ვერსიის მოწოდება დამკვეთისთვის.
    საწყისი კოდის (source code) გადმოცემა დამკვეთისთვის.

პლატფორმის დიზაინი:

  • პლატფორმის დიზაინის განახლება და ახალი ფუნქციონალის დიზაინის და ელემენტები უნდა შეიქმნას საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის“ ბრენდბუქის გათვალისწინებით და მასთან თანხვედრაში.
  • უნდა მოხდეს არსებული პლატფორმის UX და UI დიზაინის ანალიზი, განახლება და გაუმჯობესება.
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებში სისტემის გამოყენების პრაქტიკულობის და მოსახერხებლობის კვლევები და დიზაინის გაუმჯობესების შესაბამისი სამუშაოებების ჩატარება.
  • მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთთან თანამშრომლობით და შეთანხმებით შექმნას და განავითაროს პლატფორმის დიზაინი.

 შეფასების კრიტერიუმები

  • შემოთავაზების ტექნიკური დეტალები და მახასიათებლები - 30 ქულა
  • კომპანიის პროფილი, გამოცდილება, პორტფოლიო-20 ქულა
  • პროეტშიჩართულიპერსონალისგამოცდილება - 10 ქულა
  • შემოთავაზებული ფასი - 20 ქულა
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 20 ქულა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • საფასო შეთავაზების ფორმა;
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • საიტის სავარაუდო რუკა/ტექნიკური დავალება;
  • გიდების პროფილის ზოგადი მაგალითი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. საფასო შეთავაზების ფორმა);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან / ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი.
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • იმ პერსონალის რეზიუმეები, (CV) ვინც მოიაზრებიან პროექტში ჩასართველად;

შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.

გთხოვთ, მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება / ფიზიკური პირის შემთვევაში სახელი და გვარი ;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 7 ნოემბერი (18:00- მდე).
  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: info@mountainguide.ge

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: უჩა ბურდული
„საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის“ პროექტების მენეჯერი
ელ. ფოსტა: uchaburduli@gmail.com

Tender category:

  • 48700000 Software package utilities
  • 48900000 Miscellaneous software package and computer systems
  • 72200000 Software programming and consultancy services
  • 72600000 Computer support and consultancy services
Questions