Deadline:

31 October 2022, 18:00

Status:

Completed

T14993 - ტენდერი POSM შესყიდვაზე - ტექსტილი

  • Announcer: ლომისი
  • Purchase type: Announcement
  • Submission Deadline: 31 October 2022 Time 18:00

Remaining time

-

DAYS

:

-

HR

:

-

MIN

:

-

SEC

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/600
  • დანიშნულება: POSM შესყიდვა - ტექსტილი

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
  • ნიმუშები.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნიმუშები, ფერები და ლოგოები არის პირობითი და შესაძლოა შეიცვალოს ეფეს საქართველოს ბრენდების შესაბამისად.
  • მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
  • მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე.
  • ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებელები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
  • ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
  • შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული რაოდენობები არის სავარაუდო, რომელთა შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად.
  • მოწოდების ვადები განისაზრვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
  • გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
  • გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 20.10.2022 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 31.10.2022 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com; tenders@ge.anadoluefes.com
საკონტაქტო: 598 89 10 03
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

Tender category:

  • 22400000 Stamps, cheque forms, banknotes, stock certificates, trade advertising material, catalogues and manuals
Questions