7 November 2022, 17:00
Status:
CompletedT15151 - ფასთა გამოკითხვა 6/0,4 კვ-ის გამანაწილებლების რეკონსტრუქციაზე
- Announcer: RMG Gold
- Purchase type: Announcement
- Submission Deadline: 7 November 2022 Time 17:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
RMG Gold LLC აცხადებს ფასთა გამოკითხვას 6/0,4 კვ-ის გამანაწილებლების რეკონსტრუქციაზე.
- ტექნიკური დავალება - იხ. დანართი N2
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 07.11.2022, 17:00 საათი.
კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა: ქართული ან რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- მომსახურების განხორციელების ვადა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
მატერიალურ-ტექნიკური პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051
Tender category:
- 31100000 Electric motors, generators and transformers