Deadline:
19 November 2026, 18:00
Status:
CurrentT32681 - ფასთა გამოკითხვა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე
- Announcer: RMG Gold
- Purchase type: Announcement
- Submission Deadline: 19 November 2026 Time 18:00
ფასთა გამოკითვის აღწერილობა:
შპს. არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვას სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე.
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 19.11.2026 18:00 საათი
- კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა: ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში №1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ტელ: 511 21 00 35
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
Tender category:
- 45312100 Fire-alarm system installation work
- 45343200 Firefighting equipment installation work
- 50413200 Repair and maintenance services of firefighting equipment
- 71320000 Engineering design services
Documentation
ფასთა გამოკითხვა „სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე
ფასთა გამოკითხვა „სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე
ფეთქი მასალების და ინიცირების საშუალებების საწყობის სქემა
ფეთქი მასალების და ინიცირების საშუალებების საწყობის სქემა
ტექნიკური პროექტი
ტექნიკური პროექტი
რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან კანცელარიაში გატარებული
რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან კანცელარიაში გატარებული
ტექნიკური დავალება ფ მ ის საწყობში სახანძრო-სისტემების მოსაწყობად
ტექნიკური დავალება ფ მ ის საწყობში სახანძრო-სისტემების მოსაწყობად