Deadline:

23 November 2026, 18:00

Status:

Current

E
E-tender
T32687 - ტენდერი Midea-ს ბრენდის VRF და Split სისტემების ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის მოწყობაზე

  • Announcer: საქართველოს ბანკი
  • Purchase type: E-Tender
  • Bid Currency: GEL
  • Discounting type: No discounting
  • Submission start: 14 November 2026 Time 08:00
  • Submission Deadline: 23 November 2026 Time 18:00

Remaining time

-

DAYS

:

-

HR

:

-

MIN

:

-

SEC

Bid submission starting from: 14 November 2026 Time: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს წინადადებების მიღებას კვალიფიციური მიმწოდებლებისგან ბანკის 74 ობიექტზე გათბობა-გაგრილების სისტემების ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის მოწყობის მიზნით.

Midea-ს ბრენდის VRF და Split სისტემების ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის მოწყობაზე.

სამუშაოების სრული მოცულობა, ტექნიკური მოთხოვნები, უსაფრთხოების სტანდარტები და მიღება-ჩაბარების კრიტერიუმები გაწერილია მიმაგრებულ დოკუმენტში: 

  • დანართ №1 — ტექნიკური დავალება
  • დანართ №2 — ობიექტების ჩამონათვალი

პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს აღნიშნულ დოკუმენტებს წინადადების წარდგენამდე. 

2. მოთხოვნები მიმწოდებლის მიმართ (წარმოსადგენი ინფორმაცია)

პრეტენდენტმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: 

  • კომპანიის პორტფოლიო
  • რეფერენსები - მსგავსი მასშტაბის დასრულებული პროექტების ჩამონათვალი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • ტექნიკური წინადადება - შემოთავაზებული გადაწყვეტის არქიტექტურა.
  • მოწყობილობების პროექტის განრიგი ობიექტების ჯგუფების მიხედვით სამუშაოების განხორციელების ვადები
  • შევსებული ფასების ცხრილი — დანართ №3-ის მიხედვით, Excel ფორმატში

3. გარანტია

მიმწოდებელი ვალდებულია მიუთითოს გარანტიის ვადა მოწყობილობასა და შესრულებულ სამუშაოზე.

4. მომსახურების დონის შეთანხმება (SLA)

კრიტიკული

  • სისტემა მთლიანად მიუწვდომელია
  • 2 საათი
  • მაღალი

ცალკეული ობიექტი მიუწვდომელია

  • 4 საათი (თბილისი)
  • 12 საათი (რეგიონი

საშუალო

ფუნქციონალი ნაწილობრივ შეზღუდულია

  • 8 საათი (თბილისი)
  • 24 საათი (რეგიონი)

დაბალი

  • მცირე ხარვეზი
  • 24 საათი (თბილისი)
  • 5 სამ.დღე (რეგიონი)

რეაგირების ვადა ითვლება შეტყობინების მომენტიდან

შენიშვნა:

შემსყიდველი არ განიხილავს სააბონენტო, ყოველთვიური, ყოველწლიური ან სხვა ნებისმიერი სახის განმეორებადი სავალდებულო გადასახადის შემცველ წინადადებებს ყველა ხარჯი მოწყობილობა, ლიცენზია, მონტაჟი, კონფიგურაცია, ტესტირება და დოკუმენტაცია უნდა იყოს ასახული ერთიან პირველად ღირებულებაში პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია უნდა იყოს მინიმუმ 5 (ხუთი) წლის ვადით და მოიცავდეს პლატფორმის სრულ ფუნქციონალს შეზღუდვების გარეშე 

გარემოზე ზემოქმედება:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.  

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ: 

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო:

ბექა მუმლაძე
551462203 
b.mumladze@bog.ge

ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდით:

დავით კვარაცხელიას
557 957 133

Tender category:

  • 42961200 Scada or equivalent system
  • 45331200 Ventilation and air-conditioning installation work
Questions