9 May 2014, 17:00
Status:
CompletedT48 - სასერვერო აპარატურის შესყიდვა
- Announcer: ლიბერთი ბანკი
- Purchase type: Announcement
- Submission Deadline: 9 May 2014 Time 17:00
სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს სასერვერო აპარატურის შესყიდვაზე. გთხოვთ, თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ფაილში მითითებული სპეციფიკაციების და მოთხოვნების მიხედვით:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი" (ტენდერი სასერვერო აპარატურის შესყიდვაზე)
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 მაისი, 2014 წ. 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი, 0162