ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2021, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10135 - ტენდერი ტრანსფორმატორების ტესტირებაზე და რემონტზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 ივლისი 2021 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 ივლისი 2021 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტრანსფორმატორების ტესტირებაზე და რემონტზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ტრანსფორმატორების ტესტირების და რემონტის შესყიდვა დანართი N2-ში მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიის უნდა გააჩნდეს შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი, ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე;
  • დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამკვეთის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ტრანსფორმატორის რემონტის პროცესს. თუ ტრნასფორმატორის რემონტის (გახსნის) პროცესში გამოვლინდა რაიმე სახის მძიმე დაზიანება, კომპანიის თანამშრომლის მითითების შემდგომ კონტრაქტორმა უნდა შეწყვიტოს მუშაობა და შესაბამისად კონტრაქტორს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
  • ამასთან,გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება შესაძლებელია საჭირო გახდეს ღამის საათებში/არასამუშაო დროს.
  • ტრანსფორმატორების საერთო რაოდენობა და ტიპები წარმოდგენილია დანართში №3

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულება ძალაში იქნება გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. მომსახურების დაგეგმვა განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
  • შესასრულებელი მომსახურების გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილი უნდა იქნას განფასებასთან ერთად. კონკრეტული ვადების დადგენა განხორციელდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გასარემონტებელი ტრანსფორმატორების დემონტაჟს, ტრანსპორტირებას შემსრულებლის ლოკაციაზე, ტრანსპორტირებას დამკვეთის ლოკაციაზე და შემდეგ მონტაჟს უზრუნველყოფს შემსრულებელი (საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 23 ივლისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი:
ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები:
ბ-ნ გია ჩხარტიშვილი - 599 105 561
ბ-ნ ირაკლი დოხნაძე - 551 701 370

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

შპს ტრანფიბერ-სერვისი განმეორებით, რადგანაც 22 ივლისს პასუხი არ მიგვიღია, დოკუმენტაციის ატვირთვა კი დღეს მთავრდება მადლობა, თქვენი პასუხიდან სარემონტო კომპანიას უნდა ჰქონდეს აკრედიტებული ლაბორატორია, ერთი კომპანია ჩაატარებს ელექტრულ გაზომვებს და ჩაატარებს რემონტს? რემონტის შედეგსაც თვითონ დაადასტურებს რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა, რადგანაც ლაბორატორია კომპანიის სტრუქტურული ერთეულია-ამაში არ გამოისახება ინტერესთა კონფლიქტი? თქვენს შემთხვევაში ტრანსფორმატორის ზეთის გამრღვევი ძაბვა პირდაპირაა დაკავშირებული ტენშემცველობასა და მექანიკურ მინარევებთან, დაბალია გამრღვევი ძაბვა და დაბალია გრაგნილის იზოლაცია მეტია ტენშემცველობა, რაც შეეხება ფეთქის ტემპერატურას (რომელიც შეტანილია სავალდებული ანალიზში) მნიშვნელოვანია რადგანაც ახასიათებს ზეთის ხარისხს და მის განსაზღვრავს მის შემდგომ გამოყენებას და რეგენერაციის მოცულობას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

განაფასოს მოთხოვნილი ტესტები (თუ რომელიმეს ჩატარების შესაძლებლობა არა აქვს შეუძლია ღიად დატოვოს), დამატებითი ტესტების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ

მიმწოდებელი 1

მადლობა, თქვენი პასუხიდან სარემონტო კომპანიას უნდა ჰქონდეს აკრედიტებული ლაბორატორია, ერთი კომპანია ჩაატარებს ელექტრულ გაზომვებს და ჩაატარებს რემონტს? რემონტის შედეგსაც თვითონ დაადასტურებს რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა, რადგანაც ლაბორატორია კომპანიის სტრუქტურული ერთეულია. თქვენს შემთხვევაში ტრანსფორმატორის ზეთის გამრღვევი ძაბვა პირდაპირაა დაკავშირებული ტენშემცველობასა და მექანიკურ მინარევებთან, დაბალია გამრღვევი ძაბვა და დაბალია გრაგნილის იზოლაცია მეტია ტენშემცველობა, რაც შეეხება ფეთქის ტემპერატურას (რომელიც შეტანილია სავალდებული ანალიზში) მნიშვნელოვანია რადგანაც ახასიათებს ზეთის ხარისხს და მის განსაზღვრავს მის შემდგომ გამოყენებას და რეგენერაციის მოცულობას

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

აკრედიტაციის განმარტება კანონში “აკრედიტაცია – ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის” . მადლობა

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, T10135 - ტენდერი ტრანსფორმატორების ტესტირებაზე და რემონტზე გვაქვს შეკითხვები 1. ხომ არ არის ინტერესთა კონფლიქტი როდესაც ერთი კომპანია რემონტის წინ აკეთებს ტრანსფორმატორების ტესტირება და ზეთის ანალიზებს, შემდეგ არემონტებს ტრანსფორმატორებს და თავის გარემონტებულ ტრანსფორმატორებს თვითონვე ამოწმებს, 2. სატენდერო დოკუმენტაცია დანართი 2 • ზეთის მახასიათებლების შემოწმება თანახმად ნორმატოული დოკუმენტისა РД.34.45-51.300-97 ტრანსფორმატორის ზეთის შემოწმება ხდება (იხილეთ პუნქტი 25.3) ცხრილი 25.4-ის მიხედვით სადაც მითითებულია რომ, ზეთი უნდა შემოწმდეს 1-3 პუნქტებზე (შემოკლებული ანალიზი) ესენია -გამრღვევი ძაბვა -მჟავური რიცხვი -ფეთქის ტემპერატურა დახურულ ტილეგში ზეთის ანალიზებში რატომ იქნა ამოღებული ფეთქის ტემპერატურა და ჩანაცვლებული იქნა ტენშემცველობით. რა არის ამის მიზეზი. მადლობა ველი თქვენს კვალიფიციურ პასუხს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

მოგესალმებით, პრიველ კითხვის პასუხი: ჩვენი მოთხოვნაა (ტენდერშიც ასეა ასახული) რომ, ლაბორატორია რომელიც ჩაატარებს ტესეტირებას (რემონტამდე და რემონიტს შემდგომ) უნდა იყოს აკრედიტირებული. სწორედ ეს არის მენაქნიზმის რომელიც ვფიქრობთ რომ გვიცავს ინტერესთა კონფლიქტისგან. მეორე კითხვის პასუხი: სატრანსფორმატორო ზეთს უტარდება სხვადასხვა მოცულობის ანალიზი, გამომდინარე მისი სიმძლავრისა და მუშა ძაბვისგან. ჩვენ შემთხვევაში არსებულ ტრანსფორმატორებზე, სიმძლავრისა და მუშა ძაბვის გათვალისწინებით უფრო მნიშვნელოვანია ტენშემცველობის გაგება, ვიდრე ფეთქის ტემპერატურა. მადლობა

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, T10135 - ტენდერი ტრანსფორმატორების ტესტირებაზე და რემონტზე გვაქვს შეკითხვები 1. ხომ არ არის ინტერესთა კონფლიქტი როდესაც ერთი კომპანია რემონტის წინ აკეთებს ტრანსფორმატორების ტესტირება და ზეთის ანალიზებს, შემდეგ არემონტებს ტრანსფორმატორებს და თავის გარემონტებულ ტრანსფორმატორებს თვითონვე ამოწმებს, 2. სატენდერო დოკუმენტაცია დანართი 2 • ზეთის მახასიათებლების შემოწმება თანახმად ნორმატოული დოკუმენტისა РД.34.45-51.300-97 ტრანსფორმატორის ზეთის შემოწმება ხდება (იხილეთ პუნქტი 25.3) ცხრილი 25.4-ის მიხედვით სადაც მითითებულია რომ, ზეთი უნდა შემოწმდეს 1-3 პუნქტებზე (შემოკლებული ანალიზი) ესენია -გამრღვევი ძაბვა -მჟავური რიცხვი -ფეთქის ტემპერატურა დახურულ ტილეგში ზეთის ანალიზებში რატომ იქნა ამოღებული ფეთქის ტემპერატურა და ჩანაცვლებული იქნა ტენშემცველობით. რა არის ამის მიზეზი. მადლობა ველი თქვენს კვალიფიციურ პასუხს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

მოგესალმებით, პრიველ კითხვის პასუხი: ჩვენი მოთხოვნაა (ტენდერშიც ასეა ასახული) რომ, ლაბორატორია რომელიც ჩაატარებს ტესეტირებას (რემონტამდე და რემონიტს შემდგომ) უნდა იყოს აკრედიტირებული. სწორედ ეს არის მენაქნიზმის რომელიც ვფიქრობთ რომ გვიცავს ინტერესთა კონფლიქტისგან. მეორე კითხვის პასუხი: სატრანსფორმატორო ზეთს უტარდება სხვადასხვა მოცულობის ანალიზი, გამომდინარე მისი სიმძლავრისა და მუშა ძაბვისგან. ჩვენ შემთხვევაში არსებულ ტრანსფორმატორებზე, სიმძლავრისა და მუშა ძაბვის გათვალისწინებით უფრო მნიშვნელოვანია ტენშემცველობის გაგება, ვიდრე ფეთქის ტემპერატურა. მადლობა