
28 იანვარი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1049 - ტენდერი ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org
საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
მერსი ქორფსი აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შესარჩევად (ერთწლიანი ხელშეკრულება).
ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- ინდივიდუალური და საოჯახო სადაზღვევო პაკეტები (დეტალური აღწერით);
- სადაზღვევო პოლიცების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ლარში;
- მომხმარებელთა სია;
- პროვაიდერი კლინიკების სია;
- დამატებითი ბენეფიტები ასეთი არსებობის შემთხვევაში
ამჟამად მერსი ქორფსში დასაქმებულია 75 ადამიანი. მათ შორის 25 სარგებლობს საოჯახო დაზღვევის პაკეტით.
მერსი ქორფსი არ ანაზღაურებს სატენდერო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტის მეშვეობით. შემოთავაზება დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2016 წლის 28 იანვარი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე
Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge