
ჩაბარების ვადა:
26 იანვარი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1061 - ფასთა გამოკითხვა დანადგარ-მოწყობილობების რემონტზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საფრეზი ჩარხის კაპიტალური სარემონტო სამუშოების შესყიდვის თაობაზე
ჩარხის ტიპი: საფრეზი ჩარხი 6M83
სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი:
1 | საფრეზი ჩარხი 6M83 |
1.1 | შეკეთდეს ცოციასა და კონსოლში მოთავსებული მაგიდის გადასაადგილებელი მექანიზმები; |
1.2 | მიწოდების კოლოფში გაისინჯოს მიწოდების მექანიზმების ვარგისიანობა, საჭიროების შემთხვევაში აღდგეს; |
1.3 | შემოწმდეს ფრიქციონის ფირფიტები და მისი დამაფიქსირებელი მექანიზმი; |
1.4 | შემოწმდეს კონსოლი ზემოთ და ქვემოთ და აღდგეს. |
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოების განფასება დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრის 17:00 საათამდე.
- შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 27 იანვარს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.