
1 თებერვალი 2016, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT1079 - ტენდერი სმარტ ტელეფონების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/219
დანიშნულება: 65 ცალი სმარტ ტელეფონი,შესაბამისი მოდელის 65 ცალი
მანქანის სატენი კაბელით და 65 ცალი დამცავი ბუდე;
მოდელი: Samsung sm-a700h
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- სმარტ ტელეფონები აუცილებლად უნდა იყოს წარმოებული ევროპის ან საქართველოს რეგიონისთვის.
- სავალდებულო პირობაა 1 წლიანი სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობის სერვის ცენტრის მომსახურეობის გარანტია.
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოწოდების ვადები.
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 26.01.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 01.02.2016 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლელა სანაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com