ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T11166 - ტენდერი აიტი აუთსორინგზე

ტენდერის აღწერილობა:

აა(ი)პ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად:

აიტი მომსახურება 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

  • სერვერების ფიზიკური და სისტემური ადმინისტრირება
  • ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირება, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი)
  • ვირტუალიზაციის და ვირტუალური სერვერების ადმინისტრირება
  • რელაციური მონაცემთა ბაზების(MS SQL) ადმინისტრირება
  • არარელაციური მონაცემთა ბაზების (Mongo DB) ადმინისტრირება
  • არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების (Redis) ადმინისტრირება
  • აპლიკაციების სერვერების ადმინისტრირება
  • პროგრამების, აპლიკაციების, სერვისების და სერვერების მხარდაჭერა (Application support)
  • ციფრული სატელეფონო სადგურის და ქოლ ცენტრის ტექნიკური ადმინისტრირება
  • მონაცემთა გაჟონვის პრევენციის ელექტრონული სისტემის DLP – Data Loss Prevention-ის მართვა
  • ერთიანი მონიტორინგის სისტემის მართვა
  • სათაო ოფისში და ფილიალებში (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი) განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები და მათი ჩამწერი მოწყობილობების (ანალოგური კამერები და DVR ან IP კამერები და NVR) ადმინისტრირება

ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • სერვისის აღწერილობა დეტალურად, ყოველთვიური და ჯამური ღირებულება (2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ლარში (ბეჭდიანი ინვოისის სახით );
  • კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი მონაცემები, საიდანაც შესაძლებელი იქნება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება და ISO 9001:2015 ხარისხის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატის ასლი;
  • იმ კომპანიების დასახელებები, რომლებსაც აიტი აუთსორსინგის მიმართულებით თქვენი კომპანია ემსახურება, ხელშეკრულების ასლები (კონფიდენციალური მონაცემების გარეშე) და/ან სარეკომენდაციო წერილები. (მომსახურება უნდა იყოს ჩვენს მირე მოთხოვნილი მოცულობის და ხელშეკრულებების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3)
  • ჩვენს კომპანიაზე აიტი აუთსორინგის მიმართულებით სავარაუდოდ მომაგრებული სპეციალისტების სია და CV-ები თანამდებობების მითითებით, მოთხოვნილი მათი სერთიფიკატების და მათივე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლებით.

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში თუ კომპანია არაჯეროვანად შეასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი:
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiasvili@tpl.ge
მობ: 591 404046

ტენდერის კატეგორია:

  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ნოემბერი 2021 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა