
ჩაბარების ვადა:
15 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1123 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ფონდი “ლიბერალური აკადემია-თბილისი” პროექტის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა თანასწორი, ღია და დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე/მომსახურებაზე.
პროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები გათავისუფლებული უნდა იყოს დღგ.-ს გადასახადისგან.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ აუცილებელ პირობას წარმოადგენს: მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოში, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ფუნქციონირების გამოცდილება საქართველოს ბაზარზე.
- საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული წლიანი 1 გარანტია);
- მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს- ავტორიზირებული სერვის ცენტრი, მისამართების მითითებით.
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 08 თებერვლიდან - 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
- თანხის გადახდა მოხდება შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მობილურზე 599 55 11 28 ან ელექტრონულ ფოსტაზე np_events@ei-lat.ge
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების გაგზავნა უნდა განხორციელდეს ფონდი "ლიბერალური აკადემია-თბილისის" ელექტრონულ ფოსტაზე np_events@ei-lat.ge და სათაური/Subject გრაფაში მიუთითოს დასახელება შემდეგი ფორმატით “კომპანიის 9 ნიშნა ს/კოდი-კომპიუტერული ტექნიკის შეთავაზება_20816“