ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T11348 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-სთვის მობილური სატელეფონო და GPRS მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-სთვის მობილური სატელეფონო და GPRS მომსახურების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი #1)  შესაბამისად;

დამატებითი ინფორმაცია!

  • GPRS ნომრების (სავარაუდო) რაოდენობა 
    10,000 ნომერი;
  • კორპორატიული ნომრების (სავარაუდო) რაოდენობა  
    5,500 ნომერი; (მათ შორის საოჯახო- 2,500; ულიმიტო/ლიმიტიანი -2,800);
  • დანართი #1-ში მოცემული პაკეტების საფასურს არ იხდის აბონენტი, ავტომატურად ჩაერთვება თვის პირველ რიცხვში და ერთეულების ამოწურვის შემდეგ ისარგებლებს კორპორატიული ტარიფით. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
  • შევსებული სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მხრიდან ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, გამყიდველის მხრიდან ყოველთვიურად გაწეული მომსახურების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე დეტალურ ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდეს მითითებულ საკონტაქტო პირებს;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 დეკემბერი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;
მობ: 595 901 200;

შესყიდვების მენეჯერი მარიამ ერისთავი,
ელ ფოსტა:  mariam.eristavi@lb.ge;
მობ: 595 075 705.

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები