ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2021, 11:00

სტატუსი:

დასრულებული

T11362 - რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობა

ტენდერის აღწერილობა: 

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: 612-01
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 6 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 11:00 საათი

შემოთავაზების საგანი:

  • ქ. რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობა.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ)
  • დანართი A - დეტალური ბიუჯეტი ლარში პროექტების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი პროექტების მიხედვით უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ.
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი ხელმოწერილი
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა შევსებული და ხელმოწერილი

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.tbs@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის 37დ, თბილისი, საქართველო, არა უგვიანეს 13 დეკემბერი, 11:00 სთ-ისა.

სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:

  • სატენდერო წინადადების ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში წარდგენის შემთხვევაში, სატენდერო მასალა ყველა თანდართული აუცილებელი დოკუმენტით უნდა წარმოადგინოთ დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოთ ტენდერში მონაწილე კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი 612-01
  • ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი 612-01 ელექტრონული ფოსტის საგნის ველში.

კითხვები შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: levan.khvichia@drc.ngo არა უგვიანეს 9 დეკემბრისა.

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე
  • არასრულად შევსებული, ნაკლული (უნდა იყოს 5 დოკუმენტი) და დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება განხილული.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები