ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11372 - ტენდერი ვებ–პლატფორმის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი  მიმდინარე პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ვებ–პლატფორმის დამზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით  და ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას იწვევს მონაწილეობის მისაღებად.  

წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ვებ-პლატფორმის შექმნას. 

ვებ-ლატფორმის შექმნისას შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:

  • სრულად მოქმედი, მარტივად სამართავი, განახლებადი ვებ-პლატფორმის შექმნა ინგლისურ და ქართულ ენაზე; ვიზუალი უნდა პასუხობდეს პროექტის თემას;
  • ვებ-პლატფორმის მენეჯმენტის სისტემის წარდგენა, 
  • აუცილებელია ვებ-გვერდი იყოს მართვადი;
  • ვებ-გვერდის სერვერზე განთავსება;
  • დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
  • ვებ-გვერდის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის ტრენინგი შემდგომში ვებ-გვერდის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • პროექტის ჩაბარების დროს ვებ-გვერდი უნდა იყოს ბუნებრივად ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისთვის. ვებგვერდის ინტერფეისის კოდში უნდა იყოს გამოყენებული მიღებული პრაქტიკები, რომელიც მიცემს საძიებო სისტემებს ვებგვერდის ინდექსაციის საშუალებას.
  • ვებ-გვერდის გვერდები უნდა იყოს ინტეგრირებული სოციალურ ქსელებთან. სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შიდა გვერდებზე უნდა იყოს შესაძლებლობა ინფორმაციის მოწოდების და გაზიარების საშუალება. იმ შემთხვევაში თუ გასაზიარებელია ინფორმაცია, რომელსაც აქვს მიმაგრებული ყდა და მოკლე ტექსტი, ეს ინფორმაცია უნდა გამოჩნდეს შესაბამის ქსელში. 
  • ვებ-გვერდის გვერდები უნდა იტვირთებოდეს სწრაფად. ამ მოთხოვნის მიღწევისთვის შემსრულებელმა უნდა გამოიყენოს ინდუსტრიაში მიღებული ნორმები ინფორმაციის ოპტიმიზაციისთვის.
  • ვებ-გვერდი გამართულად მუშაობა ოპტიმიზირებული უნდა იყოს შემდეგი ბროუზერების თანამედროვე ვერსიებზე: Chrome, Firefox, IE, Opera, Safari.
  • მიმწოდებელი ვალდებულია Google Analytics-ის მთვლელის კორექტულ ინსტალაციაზე ვებგვერდის კოდში.
  • ვებგვერდი და მართვის პანელი უნდა იყოს აწყობილი php / mySQL ბაზაზე.
  • დაუშვებელია Open Source სისტემების გამოყენება (wordpress, Joomla, etc.)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული შაბლონური დიზაინი. დიზაინი უნდა იქნას შექმნილი დამკვეთის მოთხოვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  • ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა;
  • ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • განაცხადს/წინადადებას უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი და ესკიზი;
  • წინადადების წარდგენისას გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მსგავსი ვებ–პლატფორმების  დამზადების გამოცდილების შესახებ. შესრულებული ნამუშევრების ლინკები;
  • კომპანიას უნდა გააჩდეს ვებ-საიტების შექმის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
  • ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ექსელი-ს ცხრილში. აუცილებელია ყველა ხარჯის ცალ-ცალკე მითითება.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;

მიწოდების პირობები: 

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 აპრილამდე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული მომსახურებისა და წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
  • ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც  დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ. თანდართული შემდეგი დანართებით:

  • დანართი # 1 (ტენდერში მონაწილეობის განაცხადი; ვებ-გვერდის მონახაზი და ესკიზი;
  • დანართი #2 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).
  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე natiat@gaccgeorgia.org; nana@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა  

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე; natiat@gaccgeorgia.org; nana@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org
ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC))  პროექტის  მიზანია ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ერთმანეთთან დაკავშირება მათი საერთო განვითრების ხელშესაწყობის მიზნით. პროექტის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება შემოქმედებითი ტურიზმის შემოთავაზებების და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული კულტურული პროდუქტების დახმარებით ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. THC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით. 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები