ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11374 - ტენდერი დიზელი 10ppm (ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „SellBuy Limited“ აცხადებს კონკურსს 2022 წლის 1 იანვრიდან  2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით დიზელი 10 ppm-ის ( ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის”, შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“-სა და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის“.

მოსაწოდებელი რაოდენობა: 250 000 ლ თვეში, (95 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 155 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში)

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსეძის ქ. #12, მე-8 სართული, ბიზნეს ცენტრი ქინგ დავითი  (ეკა ქირიას სახელზე). 

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 14 დეკემბრის 18:00 სთ.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების (აუცილებელია ტუმბოთი აღჭურვილი) ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@sbl.ge

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას.

ტენდერი ჩატარდება Z-ის მაჩვენებელსა და შესაბამისად, 1 ლიტრ დიზელის ფასზე (ფასში უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და ტრანსპორტირების (მოწოდების) ფასი. 

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის მიერ მონაწილეთაგან, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, დააფიქსირებს დაბალ ფასს და შემსყიდველისთვის მოქნილ გადახდის პირობას (მიმდინარე თვეში მოწოდებული საწვავის ღირებულება გადაიხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე).

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი
  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები