
25 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1143 - ტენდერი კარტრიჯებსა და კარტრიჯის სახარჯ მასალებზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების და კარტრიჯის სახარჯი მასალების შესყიდვაზე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
- საგარანტიო ვადები და პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- ლიცენზია/ნებართვა,სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- ეტაპობრივი შესყიდვის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ყველა მოთხოვნილ პოზიციაზე. ტენერში ვერ გაიმარჯვებს ის კომპანია, რომლის წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი.
- წლის განვალობაში შესასყიდი საქონლის რაოდენობები იხილეთ თან დართულ ფაილში (ფასების ცხრილში).
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 25 თებერვალი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი კარტრიჯების და კარტრიჯის სახარჯი მასალების შესყიდვაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ტელ: 591 28 42 02 ირაკლი ადამაშვილი; 599 88 08 17 ზაზა გოგსაძე
ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@libertybank.ge; zaza.gogsadze@libertybank.ge