ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T11506 - Development of Communication Strategy and support in Public Participation for Kote Afkhazi Street redesign project in Tbilisi

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგა დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში, შემდეგ მისამართზე:
GIZ-ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.

შემოთავაზების ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხლოდ 2022 წლის 10 იანვარს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ 168- მუხლის მე–4 ნაწილისქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: Development of Communication Strategy and support in Public
    Participation for Kote Afkhazi Street redesign project in Tbilisi
  • წარწერა კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე, დასვათ ბეჭედი.
  • ასევე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
    - GIZ
    -ის საქართველოს ოფისი
    - რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 19.2270.7-001.00
  • და ტენდერის ნომერი: 83400071

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 17.01.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები