ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T11515 - ავეჯის ფასთა კ(ვ)ოტირება

ტენდერის აღწერილობა: 

ლტოლვილთა დანიის საბჭო ((DRC) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან.

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ავეჯის ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დანართები (Annex A1, A 2; Annex B)

მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: # 1712-01
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 17 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
შემოთავაზების საგანი: ავეჯის დამზადება/ მოწოდება

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ). აუცილებელია ფასი მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს
  • Annex A1, A 2-შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, ლდს-ის ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტები საქონლის შესყიდვაზე; აუცილებელია ფასი მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
  • გთხოვთ გაეცნოთ ჩარჩო ხელშეკრულების ნიმუშს (არ საჭიროებს გადმოგზავნას) 

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

დაინტერესებულმა კომპანიებმა შემოთავაზება (ტექნიკური პარამეტრები და ერთეულის ფასი) სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo და მიუთითონ შემოთავაზების ნომერი # 1712-01 -ავეჯის დამზადება და მოწოდება ელექტრონული ფოსტის საგნის ველში ან წარადგინონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის ქუჩა #1 არა უგვიანეს 2021 წლის 27 დეკემბრისა.

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
  • უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი