ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2021, 19:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T11535 - ტენდერი SAFENET HSM PL25-ის მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 27 დეკემბერი, 19:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ტენდერს Safenet HSM PL 25-ის, 1 წლიანი მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონემომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
    - MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმისდასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა

შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.

სატენდერო მოთხოვნები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოსლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულებისდამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოსბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;

პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
  • დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 27 დეკემბერი, 19:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: tenders@gc.ge
მობ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 დეკემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა