ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11539 - ინტერესტთა გამოხატვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის აბარების ბოლო ვადაა 10 იანვარი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესტთა გამოხატვას ტერიტორიაზე არსებული რესტორნის გაფართოების სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო ნაწილს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
  • შესრულებული სამუშაოების ფოტო მასალა.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 10 იანვარი, 18:00 საათი

Tbilisi Hills Golf & Residences  მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრისა.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს  24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

  • დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;
  • ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;
  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების საბანკო გარანტია რომლის საერთო ღირებულება იქნება კომპანიიასთან გაფორმებული სახელშეკრულები ღირებულების არანაკლებ 10% (ათი პროცენტი)-სა, ხოლო მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 24 თვისა და აითვლება დასკვნითი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
  • გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, აშშ დოლარში დაფიქსირებული, გარანტიის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

დეტალური პროექტი და მოცულობათა უწყისი წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ლინკში: https://we.tl/t-WmId7wYll4

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 598 29 99 91

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები