29 დეკემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11570 - ტენდერი საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 29 დეკემბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე.
პროდუქტის დასახელება (დანართი 1):
| დასახელება | აღწერილობა | შეკვეთის სავარაუდო რაოდენობა | ერთ.ღირებულება | ჯამური ღირებულება | 
| მეანაბრის ბარათი | 
 ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0  | 
100 | ||
| ფაქსიმელია | 
 ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0  | 
100 | ||
| ინვენტარის ბარათი | 
 ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0  | 
100 | ||
| ტიტულიანი ბლანკი | 
 მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით  | 
 145000  | 
||
| ტიტულიანი ბლანკი (ექსპრესი) | 
 მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით  | 
 20000  | 
||
| ტიტულიანი ბლანკი (სოლო) | 
 კოლოტეკი 100გრ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით  | 
20000 | ||
| ბლანკი (WM) | 
 120გრ თეთრი სპეც ქაღალდი, კოდი 30.400, ბეჭდვა 4/0, ციფრული  | 
500 | ||
| 
 ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი)  | 
 ქაღალდი Conqueror, თეთრი 100გრ/კვმ., ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით  | 
20000 | ||
| ფულის ზედნადები | 
 1, 2, 5 (ზომა 6x11,5 სმ), 10, 20, 50, 100 (ზომა 6,5x13 სმ); ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0  | 
770000 | ||
| 
 ქვეშნადები უწარწერო პატარა  | 
 ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე  | 
 600000  | 
||
| 
 ქვეშნადები უწარწერო დიდი  | 
 ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე  | 
 600000  | 
||
| 
 ბანდეროლი  | 
 ზომა 4,5x60სმ, ოფსეტი 60გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0. სახეობები: 1, 2, 5, 10, 20, 50, 100  | 
 1000000  | 
||
| 
 იარლიყი  | 
 ზომა 13x6,5სმ, ბრისტოლი 280გრ., ბეჭდვა 2/0, გახვრეტა 5მმ ბურღით; იფუთება 2,000-2,000 ცალი, შიგნით 200-200 ცალი რეზინით შეკრული  | 
 70000  | 
||
| 
 შემოსავლის ორდერი  | 
 ზომა 20x10სმ, კოპირებადი 3 ფენა (თეთრი, ყვითელი, მწვანე), ბეჭდვა 2/0, წებო გვერდიდან. 2 ფენა (თეთრი და ყვითელი) არის ერთნაირი ანაბეჭდის, მწვანე ფენა არის განსხვავებული. 35-35 კომპლექტი ცალ-ცალკე წებოზე აყვანილი უკან 210გრ დაუბეჭდავი ბრისტოლით  | 
 110000  | 
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35  
ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
 - ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
 - სარეკომენდაციო წერილები
 
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო მოთხოვნები
- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის განმავლობაში;
 - პროდუქცია დახარისხებული უნდა იყოს 50-50 ცალიან შეკვრებად, ისე რომ არ მოხდეს მათი გაბნევა, ან დაზიანება. ნუმერაციის არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მითითება შიგთავსის შესახებ.
 - მომწოდებელმა თავად უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება ბანკის საწყობში.
 - შესაძლებელია შეირჩეს 2 მომწოდებელი და ცხრილში მოცემული საქონელი გაიყოს საუკეთესო შემოთავაზების მქონე პრეტენდენტებზე;
 - ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
 - დანართი #2-ში მითითებულია სავარაუდო რაოდენობები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
 - ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
 
გამოცხადების თარიღი: 22 დეკემბერი 2021
დასრულების თარიღი: 29 დეკემბერი 2021
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
 - 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა