
14 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1176 - კონკურსი გარე სარეკლამო აბრების დამზადება/დამონტაჟებაზე ჩასატარებელი შიდა ტენდერებისთვის კომპანიების შესარჩევად
კონკურსის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შესარჩევ კონკურსს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „ბანკის“ მიერ ფილიალების გარე სარეკლამო აბრების დამზადება/დამონტაჟებაზე ჩატარებულ შიდა ტენდერებში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- მინიმუმ 3 (სამი) მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით;
- კომპანიის 2014-2015 წლების ფინანსური ბრუნვა საბანკო ამონაწერის სახით წარმოდგენილი და პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული (თანხა არანაკლენ 100 000 ლარის ოდენობით);
- შესრულებულ საქმეებზე დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- შესრულებულ საქმეებზე დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
კონკურსის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სარეკლამო ფირმების შესარჩევად, ფილიალების გარე აბრების დასაზადებლად).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ლევან მათიაშვილი
ტელ: 595 07 48 15
ელ-ფოსტა: Levan.Matiashvili@libertybank.ge