
ჩაბარების ვადა:
14 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1177 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ კონკურსს ფარდა-ჟალუზების დამზადება/მონტაჟზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის (დანართი #1 ის) მიხედვით;
- მინიმუმ 3 (სამი) შესრულებული პროექტის ჩამონათვალი ფოტოალბომით,
- კომპანიის 2014-2015 წლების ფინანსური ბრუნვა საბანკო ამონაწერის სახით წარმოდგენილი და პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული (თანხა არანაკლენ 50 000 ლარის ოდენობით),
- შესრულებულ საქმეებზე დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები,
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერისთვის საჭირო დამატებითი ონფორმაცია:
- წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- ერთეულის ღირებულება უნდა მოიცავდეს აზომვის, დამზადების, მონტაჟის და მთელი საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტირების ხარჯებს.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
- წლის განვალობაში შესასყიდი საქონლის საშუალო რაოდენობა:
ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი - 1000 კვ.მ
ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზი - 500 კვ.მ - ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ფარდა-ჟალუზების დამზადება/დამონტაჟებაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თორნიკე ტოგონიძე
ტელ: 595 51 24 29
ელ-ფოსტა: tornike.togonidze@libertybank.ge