
ჩაბარების ვადა:
15 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1193 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის.
კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“;
- შპს „ნეოგაზი“
- შპს „გლობალ ტრანსი“
საწვავის დაგეგმილი მოხმარება 2016 წელს კომპანიების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ დართულ ფაილში.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- საერთო ფინანსური წინადადება ყველა ჩამოთვლილი კომპანიისთვის;
- ინფორმაცია ავტო გასამართი სადგურების შესახებ. (რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება)
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა.
წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.