
ჩაბარების ვადა:
17 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1198 - ტენდერი ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს საქინვესტი” აცხადებს ტენდერს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge ან/და t_chichua@giec.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა; 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.