
24 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1203 - აუქციონი მეორადი/ამორტიზირებული ავტომობილების გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს აუქციონს მეორადი/ამორტიზირებული ავტომობილების გაყიდვაზე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- დანართი #1 ის მიხედვით სათითაოდ ყველა მანქანაზე შევსებული ფასები, საერთო ჯამის მითითებით (ბანკის მიერ მოწოდებული ფორმატის მიხედვით)
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი, დაკავშირებული ყველა სახის გადასახადებთან.
დამატებითი პირობები:
- ბანკის მთავარი მოთხოვნაა, რომ აუქციონში მონაწილემ უნდა შეიძინოს ყველა მანქანა, არ განიხილება ლოტის დაშლა ცალკეულ ნაწილებად.
- ადგილზე მანქანების სრულად დათვალიერება მოხდება მხოლოდ ერთხელ 17 მარტს 11:00 საათზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 24 მარტი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი პირადი/კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (აუქციონი მეორადი ავტომობილების გაყიდვაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
მიხეილ ტატიშვილი
ტელ: 599 42 18 50