
ჩაბარების ვადა:
21 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1213 - ტენდერი მედიკამენტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს მედიკამენტების შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
ტენდერის მოთხოვნები:
- მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
- მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ადგილებზე:
შ.პ.ს "ჯეო ჰოსპიტალს" -ის სამტრედიის, გურჯაანის, მცხეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ბორჯომის, ბაღდათის, ზესტაფონის, გარდაბნის, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო, ვანის სამედიცინო ცენტრი, შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო"; სართიჭალის, ველისციხის, კაჭრეთის, იორმუღანლოს ამბულატორია. - მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის არ უნდა იყოს პრეპარატის სრული ვადის ნახევარზე ნაკლები.
- ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით;
- შემოთავაზებული მედიკამენტები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს;
- პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლო მოეთხოვება სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
- მედიკამეტების სპეციკაციაში (დანართი 1) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველები ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით;
- დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე , საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და მედიკამენტების სპეციფიკაცია (იხ. მუხლი 1.8) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 21 მარტისა, 17:00 საათი შემდეგ მისამართზე:
E-mail: tender@gh.ge; და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე ქ.თბილისი, ვ.ფშაველას გამზ. 45, მე-5 სართული.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:
- რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
- ინსტრუქციის მკაცრი დაცვით მედიკამენტების შევსებული სპეციფიკაციის მაქსიმუმ ორი ვარიანტი (სხვადასხვა მწარმოებლის გათვალისწინებით), სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობით ყველა გადასახადი;
დამატებითი პირობები:
- ტენდერის მონაწილეს მოეთხოვება მიმდინარე სრული პროდუქციის პრეისკურანტის წარდგენა;
- განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი საკითხები:
- თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება ბრუნვზე;
- წინადადებაში მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
- ვალდებულება იაფი ალტერნატივის შემოთავაზებაზე;
- კონსიგნაციის ვადა;
- კონსიგნაციის ვადის შემცირება თუ იმოქმედებს ფასზე. - სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;
- საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობისა და მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატის წარდგენის საშუალება;
დამატებითი ინფორმაცია:
-
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2505222 (8163) - ნინო ხარატიშვილი;