ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12130 - ტენდერი მცხეთის, თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების) აღდენის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს მცხეთის, თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების) აღდენის მომსახურებაზე.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები  ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტაზე. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას #3

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად CD დისკზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (2022/6)
  • კონვერტი დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: სოსო მაზმიშვილი ინა საჯაია
ტელეფონი: +995 555 54 05 54  +995 599 552 553
E-mail: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები