ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2022, 15:15

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T12151 - ტენდერი თბილისის მოლის ვერტიკალური ტრანსპორტის ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.

ოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, BBდა C ბლოკებისგან), რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილი არიან სეისმური ნაკერებით. შენობა 4 სართულიანია და გააჩნია პარკირების 4 მინუს დონე არსებული ვერტიკალური ტრანსპორტი ემსახურება ყველა დონეს, სახურავის დონის ჩათვლით. 

სულ შენობაში დამონტაჟებულია OTIS –ის ფირმის 65 ერთეული სხვადასხვა სახეობის ვერტიკალური ტრანსპორტი. აქედან 19 ლიფტია; 8 ტრავალატორი და 38 ესკალატორი. ისინი ემსახურებიან განსხვავებულ დონეებს, 65 ერთეული ვერტიკალური ტრანსპორტიდან მუშა რეჟიმშია 42 ერთეული, იხილეთ ცხრილიN1,N2,N3.ტექნიკური მომსახურება, ითვალისწინებს მხოლოდ 42 ერთეულ ვერტიკალურ ტრანსპორტს.

ლიფტების მახასიათებლები სხვავასხვაა. ისინი არიან სხვა და სხვა ზომის, ფორმის, ტვირთამწეობის, კარის გაღების ტიპის, გაჩერების რაოდენობის და სხვა მახასიათებლების. ჩამონათვალიდან 2 ლიფტი პანორამულია და მდებარეობს ცენტრალურ ატრიუმში. ლიფტების სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ მოყვანილ ცხრილში N1.

სულ მოლის შენობაში 8 ტრავალატორია. ტექნიკური მომსახურება ითვალისწინებს 6 ტრავალატორს. მათი ტექნიკური მონაცემები მოყვანილია თანდართულ ცხრილში N2.

ესკალატორები, რომლებიც უზრუნველყოფს მოლის სტუმრების კომფორტულად გადაადგილებას მათთვის სასურველო მიმართულებით, განლაგებულია სხვადასხვა დონეებზე. სულ მოლის შენობაში არის 38 ესკალატორი. ყველა ესკალატორი არის ერთიდაიგივე მოდელის, მაგრამ სხვადასხვა სიგრძის.ტექნიკური მომსახურება ითვალისწინებს 28 ესკალატორს, მათი სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ ცხრილში N3.

ტექნიკური მომსახურების გრაფიკი და პერიოდული შემოწმების ფურცლები.

ვერტიკალური ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების გრაფიკი მოცემულია დანართ N1 და N2. გრაფიკი შედგენილია მწარმოებელი ქარხნის რეკომენდაციების მიხედვით და წარმოადგენს ტექნიკური შემოწმებების ჩატარების გრაფიკს. ამასვე ახლავს სხვადასხვა პერიოდულობის შემოწმების ფურცლები: ყოველდღიური, ორ კვირაში ერთხელ, თვეშიერთხელ და ექვსთვეში ერთხელ. ყოველ პეიოდულ შემოწმების ფურცელში მოცემულია იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროა შესრულდეს კონკრეტული შემოწმების დროს.

ტექნიკური შემოწმების ჩეკ ფურცლები იხილეთ დანართ N3 და N4-ში.

ტექნიკური დავალება:

  • გრაფიკით გაწერილი ტექნიკური დავალება შესრულდეს გრაფიკში მითითებული დროის მიხედვით.იხილეთ დანართი N1 და N2

უსაფრთხოების ნორმები:

  • ყველა სამუშაო რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს. 
  • სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების ინჟინერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
  •  სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების ინჟინრის მიერ.

განფასება:

  • განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი რაც საჭირო იქნება პროექტის სრული შესრულებისთვის.

ტექნიკური მონაცემები:

  • ტექნიკური მომსახურება უნდა გაეწიოს 42 ერთეულ ვერტიკალურ ტრანსპორტს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი, 15:15 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
პაატა პატარიძე
მობ: 555 056 699

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა