
ჩაბარების ვადა:
25 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1216 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე 2 ლოტად:
ლოტი 1
- 1. ტუალეტის ქაღალდი (150–200მ.) – საშუალო წლიური რაოდენობა 2200 ცალი;
- 2. ხელსაწმენდი ქაღალდი (ე.წ. Z) – საშუალო წლიური რაოდენობა 3500 ცალი;
- 3. ხელსახოცი (200 ცალიანი) – საშუალო წლიური რაოდენობა 3000 ცალი;
- 4. ლაზერის აპარატის ხელსახოცი რულონი (150–200) – საშუალო წლიური რაოდენობა 1200 ცალი.
ლოტი 2
- 1. სახეხი ფხვნილი – საშუალო წლიური რაოდენობა 200 ცალი;
- 2. მეტლახის საწმენდი სითხე – საშუალო წლიური რაოდენობა 200 ლიტრი;
- 3. ლამინატის საწმენდი საშუალება – საშუალო წლიური რაოდენობა 200 ლიტრი;
- 4. რეზინის ხელთათმანი – საშუალო წლიური რაოდენობა 450 ცალი;
- 5. იატაკის ტილო – საშუალო წლიური რაოდენობა 400 ცალი;
- 6. მაგიდის ტილო (3 ცალიანი) – საშუალო წლიური რაოდენობა 400 ცალი;
- 7. შუშის საწმენდი ტილო – საშუალო წლიური რაოდენობა 300 ცალი;
- 8. ჭურჭლის ღრუბელი – საშუალო წლიური რაოდენობა 850 ცალი;
- 9. აეროზოლი – საშუალო წლიური რაოდენობა 800 ცალი;
- 10. უნიტაზის საწმენდი საშუალება – საშუალო წლიური რაოდენობა 500 ცალი;
- 11. მინის საწმენდი საშუალება – საშუალო წლიური რაოდენობა 300 ცალი;
- 12. ავეჯის საწმენდი საშუალება – საშუალო წლიური რაოდენობა 300 ცალი;
- 13. ჭურჭლის ჟელე – საშუალო წლიური რაოდენობა 400 ცალი;
- 14. სარეცხის ფხვნილი – საშუალო წლიური რაოდენობა 200 ცალი;
- 15. კაფელის საწმენდი კრემი – საშუალო წლიური რაოდენობა 150 ცალი;
- 16. თხევადი საპონი – საშუალო წლიური რაოდენობა 500 ლიტრი;
- 17. მოპის მეტალის ჯოხი აპარატით 60სმ. – საშუალო წლიური რაოდენობა 30 ცალი;
- 18. ცოცხი აქანდაზით– საშუალო წლიური რაოდენობა 40 ცალი.
მომსახურეობის ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი
მომარაგება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ შემდეგ მისამართებზე:
- ქ.თბილისი, სათაო ოფისი. ქ.წამებულის ქ. N1;
- ქ.ბათუმი, -რუსთაველის ქ. N41;
-გამსახურდიას ქ. N19;
-გოგებაშვილის ქ. N2. - ქ.ქუთაისი, წერეთლის ქ. N1;
- ქ.თელავი , აღმაშენებლის ქ.N41.
- ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. N5
- ქ.გორი, სტალინის ქ N29
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- კონფიდენციალურობის და ინტერესთა კინფლიქტის თავიდან აცილების დებულება;
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ-ს ჩათვლით) პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- მოცემული პროდუქციის ნიმუშები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 25.03.2016 (17:00სთ).
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
სს „ბაზისბანკი“, სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+133)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge