ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12214 - ტენდერი სარეკლამო სმს შეტყობინებების დაგზავნის (გარე ბაზებზე) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ღია ტენდერს სარეკლამო სმს შეტყობინებების დაგზავნის (გარე ბაზებზე) შესყიდვის შესახებ.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 თებერვლის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება - სარეკლამო სმს შეტყობინებების დაგზავნის მომსახურება).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციებს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება, სარეკლამო შინაარსის სმს შეტყობინებების დაგზავნის;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომხმარებელთა ბაზა არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ნომრისა. 

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ზაზა წულაია,
მობილურის ნომერი: 599-50-25-65;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1143),
ელ. ფოსტა: z.tsulaia@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: შოთა მაჭავარიანი,
მობილურის ნომერი: 599-20-20-80;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (5858),
ელ. ფოსტა: sh.machavariani@vtb.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:    https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/146/tenderi-sareklamo-sms-shetkobinebebis-dagzavnis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები