22 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12225 - ბაზრის კვლევა სამაჯურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 22 თებერვალი 2022 დრო 18:00
 
ბაზრის კვლევის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას სამაჯურების შესყიდვაზე. კვლევაში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35  
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
 - სარეკომენდაციო წერილები
 
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
პროდუქტის დასახელება (დანართი 1);
- კვლევა ტარდება სამაჯურებზე:
 - წარწერა მორზეს ანბანით „არ გაჩერდე“.
 - რაოდენობა 4300 ცალი
 - ბისერების და სამაჯურების ფერები შერეული. მაგ: წითელი, ნარინჯისფერი, მკვეთრი ვარდისფერი, წვანე, იასამნისფერი...
 
ვარიაციები, რომელთა განფასება და წარმოების ვადაც დაგვჭირდება მოცემულია ქვემოთ.
ასევე ფოტოები მაგალითისთვის.
მოთხოვნის შემთხვევაში, მომწოდებელმა ნიმუშები 2 დღის ვადაში უნდა წარადგინოს.
- ვერსია 1: ვერცხლის მორზეს ბურთები და ტიხრები -აწყობა ფერად თოკზე.
 - ვერსია 2: ვერცხლისფერი უჟანგავი მეტალის მორზეს ბურთები და ტიხრები - აწყობა ფერად თოკზე.
 - ვერსია 3: ვერცხლის მორზეს ბურთები და ტიხრები, დანარჩენი ბურთები რაიმე სხვა ფერის ბისერით- აწყობა ფერად თოკზე.
 - ვერსია 4: ვერცხლისფერი უჟანგავი მეტალის მორზეს ბურთები და ტიხრები, დანარჩენი ბურთები სხვა ფერის - აწყობა ფერად თოკზე.
 
გთხოვთ წარმოადგინოთ თოკის და სამაჯურის შესაკრავის სხვადასხვა ვერსია
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები