
25 მარტი 2016, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT1223 - ტენდერი საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
რომპეტროლ საქართველო აცხადებს ტენდერს ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე.
დანიშნულება:
შპს რომპეტროლ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ავტოგასამართ სადგურებს (შემდგომში "აგს"). აღნიშნულ აგს-ებზე განთავსებულია ფართები, რომლებიც განკუთვნილია მაღაზიებისთვის (ძირითადად სურსათით ვაჭრობის მიზნით) და ავტო-სამრეცხაობისთვის.
რომპეტროლი საქართველო წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გეგმავს აღნიშნული ფართების იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირებისთვის გადაცემას.
ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს - პირველი - დოკუმენტაციის განხილვა, მეორე - ფასზე შეთანხმება.
თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო სახელმძღვანელო.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, მოკლე ანოტაცია მსგავს სფეროში არსებული გამოცდილების თაობაზე;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ);
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
- მაღაზიების/სამრეცხაოების სავარაუდო დიზაინი (ესკიზი);
- მინიმუმ ერთი რეკომენდაცია იდენტური მომსახურების მიმღებისგან;
- პროექტი: რა საქმიანობას განახორციელებს პრეტენდენტი საიჯარო ფართზე და როგორ გეგმავს საქმიანობის განვითარებას;
შენიშვნა: წერილების/ცნობების გაცემის თარიღი არ უნდა იყოს 11.03.2016-ზე ადრე.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინამდებარე ტენდერის ფარგლებში ტენდერის მონაწილეები ვალდებულნი არიან სატენდერო განაცხადი წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება: “ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე”
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის დასახელება და სრული მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი
- წარწერა: "კონფიდენციალურია"
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვათ თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, 0160, დ.გამრეკელის ქ.19
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.03.2016, 15:00
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
რომპეტროლ საქართველო
საქართველო, ქ. თბილისი 0160,
დ. გამრეკელის ქ. # 19
შესყიდვებსი განყოფილება
ელენე ანგელოვა
ტელ: (+995) 591 51 19 93
ელ.მისამართი: elene.angelova@rompetrol.com